2019-10-21 19:00:21
პარლამენტის წევრი, რომ ვყოფილიყავი მოსამართლეობის უკვე წარმოდგენილი 10 კანდიდატიდან, მაქსიმუმ ორ კანდიდატს დავუჭერდი მხარს - მშვენიერაძე

პარლამენტის წევრი, რომ ვყოფილიყავი მოსამართლეობის უკვე წარმოდგენილი 10 კანდიდატიდან, მაქსიმუმ ორ კანდიდატს დავუჭერდი მხარს,- ამის შესახებ განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„დღეს უკვე გადავლახეთ გასაუბრების ზღვარი, ნახევარზე მეტს უკვე მოვუსმინეთ. აქამდე, რაც გასაუბრება ჩატარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან კანდიდატები, რომლებსაც მინიმუმ ფორმალური პრობლემები აქვთ, რომ იყვნენ კანდიდატები. ეს ეხება მათი ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტებს, დიპლომებს და ეს იყო , როგორც გენერალური პროკურორის, ასევე მოქმედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. უცნაურია, რომ საბჭომ ეს კანდიდატები ასეთი დოკუმენტებით პარლამენტში წარმოადგინა, ეს რაღაცაზე მიანიშნებს. ასევე არის კომპეტენციის მნიშვნელოვანი პრობელემები, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე