2019-10-21 18:04:36
საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი კიშინიოვში

საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში ქალაქ კიშინიოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 20 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკის ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა, რომლის მუშაობაშიც რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღო.

კომიტეტის სხდომაზე, განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში უმუშევრობისა და ახალგაზრდობის დასაქმების საკითხები. აღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნა შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაცია.

ამავე თემაზე