2019-10-21 17:18:56
ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს, რათა ის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად იქცეს.

დოლიძემ ბრიფინგი სიმბოლურად გამართა მთაწმინდაზე, სადაც დავით გარეჯელმა დაიწყო მოღვაწეობა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა „გარეჯის გეგმაც” წარადგინა.

ანა დოლიძის თქმით, 200 გვერდიანი გეგმა 2006 წელს მეცნიერებმა შეადგინეს, სადაც ყველა სახელმძღვანელო პრინციპია მოცემული. დოლიძის ინფორმაციით, გეგმა გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არის შედგენილი.

ანა დოლიძე 2 ნოემბრიდან საკითხზე მუშაობას გარეჯის დაცვის ჯგუფთან და იმ მეცნიერებთან ერთად აპირებს, რომლებმაც „გარეჯის გეგმა” შეადგინეს.

დოლიძე ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე