2019-10-21 16:22:10
არასდროს გვითქვამს, რომ წერილი გიორგი გახარიას დაწერილია -მამუკა ხაზარაძე

აზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს რომ წერილი გიორგი გახარიას დაწერილია.

„ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო წერილი, რომელიც მივიღეთ იმ დროინდელი შსს მინისტრი გახარიასგან.

ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა. დღეს, როგორც დავპირდი საზოგადოებას კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რა თქმა უნდა რომლის დიდი იმედი არ მაქვს. ვადასტურებთ, რომ ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, რომ ეს მის მიერ არის დაწერილი“,-განაცხადა ხაზარაძემ.

 

ამავე თემაზე