2019-10-21 16:13:15
სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის არ გადაუხდია 50 ათა­სი ევ­რო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა

სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებული კომპენსაცია არ გადაუხდია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დაწესებული სამთვიანი ვადა ამოიწურა, თუმცა, როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ, ციალა ვაზაგაშვილმა AMBEBI.GE -ს განუცხადა, სახელმწიფო უწყებებიდან კომპენსაციის თემაზე მას არავინ დაკავშირებია.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვა­ზა­გაშ­ვი­ლებ­მა კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს, თუმ­ცა რო­გორც მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დე­დამ, ცი­ა­ლა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"არა­ვის ჩა­უ­რი­ცხავს თან­ხა, სი­მარ­თლე გი­თხრათ არც კი მახ­სენ­დე­ბა, რომ უნდა მიგ­ვე­ღო ეს კომ­პენ­სა­ცია. ღმერ­თის წი­ნა­შე ვამ­ბობ, ჩემ­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, არა­ფერს ცვლის. ზუ­რას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს! ადა­მი­ანს რომ სი­ხა­რუ­ლის გან­ცდის უნარს წა­არ­თმე­ვენ, ფული იქ რა­მეს შეც­ვლის?! არც ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­ჩე­რე­ბუ­ლი ვიყო ამ თან­ხა­ზე. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გად­მომ­ცეს, ზუ­რას სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად ისევ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ვუ­რი­გებ" - განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ.

ამავე თემაზე