2019-10-21 16:03:01
ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ - ხაზარაძე

ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ - ამის შესახებ განცხადება, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურას იმ ე.წ მუქარის წერილის დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი პრემიერის გიორგი გახარიასგან მიიღო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ მუქარის წერილი მან გახარიასგან მიიღო.

"როგორც დავპირდი პარლამენტში, როცა ეს განცხადება გავაკეთე ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ–ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შს მინისტრი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა. დღეს, როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს. გიდასტურებთ, რომ ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან, შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ ერთი წლის შემდეგ აუცილებლად, თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში წესიერი მართლმსაჯულება დამყარდეს. დაველოდოთ გამოძიებას", – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. 
 

ამავე თემაზე