2019-10-21 15:52:14
"ყველაფრისთვის მზად ვარ", – ასე უპასუხა პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მზად არის თუ არა, ე.წ მუქარის წერილის საკითხზე პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.

ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ჟურნალისტებმა პრემიერს კითხვა დაუსვეს, მამუკა ხაზარაძის ადვოკატ ზვიად კორძაძის მიერ წერილის დედანის პროკურატურაში წარდგენა შეცვლის თუ არა რამეს, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა:

„არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს - მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა ე.წ. მუქარის წერილის დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ. ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე წლის მარტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.
 

ამავე თემაზე