2019-10-21 15:41:28
პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, მზად არის მივიდეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება - ადვოკატი

პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, მზად არის მივიდეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება - საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს. ამის შესახებ კორძაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, მზად არის მივიდეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან, შესაბამისად ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გიორგი გახარია არის თუ არა ის პირი, რომელიც უშუალოდ იყო მუქარის ავტორი, თუ – პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი საქმე არაა და არ ვიცით. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, - აღნიშნა ადვოკატმა.
 

ამავე თემაზე