2019-10-21 14:44:19
რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის მოსამართლეობის შერჩევის პროცესზე - კვლევა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2019 წლის 5-11 სექტემბერს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა.

კითხვაზე, ენდობით თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს? გამოკითხულთა 53 პროცენტი ამბობს რომ არა, 22 პროცენტი კი დიახს.     

კითხვაზე: თუ წარმოდგენილი 20 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნება, თქვენი აზრით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება, იგივე დარჩება თუ გაუარესდება?

19 -მა პროცენტმა განაცხადა რომ გაუმჯობესდება, 29 პროცენტმა განაცხადა რომ იგივე დარჩება, 19 პროცენტმა კი განაცხადა, რომ გაუარესდება.


კითხვაზე თქვენი პირველი ასოციაცია, რაც გახსენდებათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

მოსახლეობის გამოკითხულთა 6-მა პროცენტმა უპასუხა რომ უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ.

3 პროცენტი დაუცველობას ასახელებს, 2-2 პროცენტი კი უნდობლობამ და უარყოფითმა დამოკიდებულებამ  დააგროვა.

კითხვაზე ენდობით თუ არა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს , 53 პროცენტი აცხადებს რომ არა, 22 პროცენტი კი დიახს.

 კითხვაზე თუ წარმოდგენილი 20 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნება , თქვენი აზრით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება, იგივე დარჩება თუ გაუარესდება?

გაუმჯობესება მოსახლეობის 19-მა პროცენტმა აღნიშნა

და ასევე 19-მა პროცენტმა თქვა რომ გაუარესდება.

29-მ პროცენტმა კი იგივე დარჩება

გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში.

გამოიკითხა 867 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.2%-ის ტოლია.

ამავე თემაზე