2019-10-21 13:12:28
სვანეთში ძმამ, ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ძმამ ცივი იარაღით ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი პედაგოგი იყო.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.დანაშაულის იარაღი კი ამოღებულია. 

მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ამავე თემაზე