2019-10-18 12:49:59
"ჟორდანიას კლინიკის სავაჭრო ნიშანი დაცული იქნება"

ჟორდანიას წარმოადგენს ერთ-ერთ პირველი სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში, რომელიც 1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ დაარსდა და რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. კლინიკაში არსებობის მანძილზე  ინერგებოდა მკურნალობის დიაგნოსტიკისა ყველა უახლესი მეთოდი.დღეს არსებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე, პრაქტიკულად ყველა წამყვანი ცენტრის თუ ექიმის ცოდნა, გამოცდილება , სიახლე ჟორდანიას კლინიკის სახელს უკავშირდება. 2016 წელს ჟორდანიას კლინიკა  ვივო მედიქალ ჯგუფში გაერთიანდა,სრულად განახლდა და წამყვან ქართველ და უცხოელ  ემბრიოლოგებთან ერთად, საერთაშორისო უახლესი მსოფლიო სტანდარტების ინვიტრო განაყოფიერების სერვისებით უზრუნველყოფს ქართველ და უცხოელ წყვილებს. ჟორდანიას კლინიკა დღეს ორი ფილიალით ვაკის და დიღმის კლინიკებით,წარმოადგენს წამყვან სპეციალიზირებულ რეპროდუქტოლოგიურ ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური კვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე  უახლესი მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტს იძლევა.

ჟორდანიას კლინიკის სავაჭრო ნიშანი ვივო მედიქალ ჯგუფზეა რეგისტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩილ ხომასურიძეს აეკრძალა  ვივო მედიქალ ჯგუფში არსებული ჟორდანიას კლინიკის სავაჭრო ნიშნის უკანონოდ სარგებლობა.

სააგენტოსთან საუბრისას სამედიცინო ცენტრის ადვოკატმა აღნიშნა: აღნიშნული კლინიკის სახელით ამავე კლინიკის ყოფილი  მფლობელი არჩილ ხომასურიძე  უკანონოდ სარგებლობდა,სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით  სასამართლოს გადაწყვეტილებით მას  აეკრძალა ამ სავაჭრო ნიშნი ქვეშ ნებისმიერი სახის ატივობა განხორციელება.

ამავე თემაზე