2019-10-17 11:05:35
120 ანაბეჭდი და გახარია - ლონდონიდან მუქარის წერილის დასკვნა ჩამოვიდა

ბიზნემენის და ,,ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ე.წ მუქარის წერილის დედანს, რომელიც მისი თქმით ყოფილმა შს მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, პროკურატურას გადასცემს. როგორც მამუკა ხაზარაძემ ,,ტვ. პირველის" ეთერში განაცხადა, წერილზე აღმოჩენილი 120 ანაბეჭდი პროკურატურამ ბაზაში უნდა შეამოწმოს და პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ საბოლოო დოკუმენტები ლაბორატორიიდან, ყველა საბუთი არის თბილისში. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ იურისტებთან გავდივართ კონსულტაციას, არის მექანიზმის მოფიქრება, რომ ის დედანი რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ, თავისი 120 ანაბეჭდით, არ გაქრეს. იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გახარიას მიერ ბელარუსული კომპანიის მაისში დაქირავება, რომელსაც ჩვენი ანაბეჭდების ბაზა გადაეცა. მიუხედავად ამისა, იდენტიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა არ მჯერა, რომ ამ პროკურატურის ხელში რამე მოხდება"- განაცხადა ხაზარაძემ.  

ამავე თემაზე