2019-10-16 11:19:00
"ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ნატო გავცვალოთ აფხაზეთში" - ივანიშვილის ახალი სკანდალი

ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში, ჩვენ უთხარით რომ აფხაზეთში არ იცვლება - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ,,ტვ პირველის" ეთერში ნინო ჟიჟალაშვილის გადაცემაში ,,ღამის ამბები" განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ნატო ბიძინა ივანიშვილის  ორიენტირი არასდროს ყოფილა.  

,,ნატო არ  არის ბიძინას ორიენტირი და არც ყოფილა. განსაკუთრებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენების შემდეგ მას უფრო და უფრო დისტანცირების პოლიტიკა მიჰყავდა, დასავლეთისგან, ნატოსგან განსაკუთრებით. მისი მიდგომა იყო ასეთი - ევროკავშრისკენ სვლა, ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია კი, ეს არ არის რუსეთისთვის კოშმარი, მაგრამ ნატოსკენ მსვლელობა მინიმალისტური და ფორმალური. 2014 წლის მაისში, ივნისში, მას უთქვამს ჩემთვის ასეთი რამ და მარტო ჩემთვის არა - რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, ამიტომ მოდი ნატო გავცვალოთ აფხაზეთში. ჩვენ უთხარით რომ აფხაზეთში არ იცვლება. და საერთოდ ასე არ არის. ნატოზე უარს თუ ვიტყვითო რუსეთს მოველაპარაკებით აფხაზეთი დაგვიბრუნოსო. მას წარმოდგენა არ აქვს გეოპოლიტიკაზე. ის ძალიან მარტივად უყურებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.   

ამავე თემაზე