2019-10-16 10:42:28
ხაზარაძის თქმით, მთავრობამ ანაკლიის ამერიკელ ინვესტორებს უთხრა, რომ სასურველები არ იყვნენ

ხაზარაძის თქმით, მთავრობამ ანაკლიის ამერიკელ ინვესტორებს უთხრა, რომ სასურველები არ იყვნენ - ამის შესახებ განცხადება, მოძრაობის "ლელო" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე საუბრისას გააკეთა. ხაზარაძის თქმით, პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა:

"დეკემბერში, ერთ-ერთმა ამერიკულმა უზარმაზარმა საინვესტიციო კომპანიამ, დაამთავრა ანაკლიის თემის შესწავლა და პრინციპული თანხმობა გვითხრა ინვესტიციის ჩადებაზე. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენ, არსებულ უცხოელ და ქართველ ინვესტორებს 75 მილიონი დოლარი გვაქვს ჩადებული კომპანიაში, 400 მილიონი გამზადებულია შემოსასვლელად, ბანკების დაფინანსება. კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, არ მაქვს ამის უფლებამოსილება, მაგრამ დადგება ამის დროს. შევხვდი ამ კომპანიის თავმჯდომარეს ნიუ იორკში. შევთანხმდით არა მარტო ანაკლიაში ინვესტირებაზე, არამედ ხელი ჩამოვართვით, რომ ისინი გახდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები სხვა პროექტებში. იქვე დაავალა თავის დირექტორს, რომ დავხუროთ ფინანსურად თემა. ერთი კვირა გადის - არ ჩანან, ორი კვირა გადის - არ ჩანან. ამბობენ, რომ მესამე კვირას ჩამოვდივართ, ვხვდებით თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ვუთხარით რომ წავყვებოდით მაგრამ, ასე გვითხრესო, რომ მარტო შევხვედროდითო. მე არ ვიცი ვის შეხვდნენ. მიახლოებით ეჭვი მაქვს. ასეთი გზავნილი გვითხრეს - ჩვენ გვითხრესო, რომ თქვენ აქ სასურველი არ ხართო. თავი შეიკავეთ ინვესტირებაზე. ამის შემდეგ გამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო და ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებს ანაკლიაზე. მეორე დილას, იგივე პიროვნება, ამ ფონდის გენერალური დირექტორი, გვირეკავს ვაშინგტონიდან და გვეუბნება - შევხვდი დილას პრემიერ ბახტაძეს და გვითხრეს მწვანე გაქვთ ანთებულიო. მწვანეს რატო აუნთებ თუ წითელი არ იყო ანთებული? ჩვენ განვაახლეთ და თვენახევარში დავხურეთ თავიდან ეს შეთანხმება. აგვისტო მოდის, გვირეკავენ, ისევ დაგვიკავშირდნენ თქვენი (მთავრობიდანო). ამის შემდეგ წაგვიყენეს ბრალი, სამი ბრიფინგი ჩაატარეს, მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში ფული გაათეთრეს ბადრიმ და მამუკამ. ყველა პარტნიორს გააგებინეს." - ამბობს ხაზარაძე.

ამავე თემაზე