2019-10-15 15:54:43
"ბატონ კახა კალაძეს მივმართავ: ერთი-ორი ჩართვა ჩემი აივნიდანაც ხომ არ ესიამოვნება"

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი  საკუთარი საძინებელი ოთახიდან გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. კერძოდ ძველ თბილისში მდებარე სახლის აივანზე გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს მშენებარე კორპუსი, რომელიც მოქალაქის საძინებლისა და მისაღების გასწვრივ შენდება.  

"გთხოვთ, გაავრცელოთ! ბატონ კახა კალაძეს მივმართავ: ერთი-ორი ჩართვა ჩემი აივნიდანაც ხომ არ ესიამოვნება, რომ მოსახლეობამ სრულად შეიგრძნოს თბილისის აღმშენებლობის სიკეთე! შეუძლია ღამით დაიწყოს ჩართვა, ღამის კლუბების ბრაგა-ბრუგის, მთვრალი უცხოელების და ქართველი მეძავებიდან პირდაპირ გადავიდეს დილის გამამხნევებელ , ჩაქუჩების, კერხერების და კომპრესორების ორკესტრზე!"-წერს ლიკა კალანდაძე.


 

ამავე თემაზე