2019-10-11 16:01:10
დავით გარეჯში ვითარება უცვლელია - ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებამდე კვლავ დაკეტილია

დავით გარეჯში ვითარება ისევ უცვლელია. სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდული რჩება. ვითარებას ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სასულიერო პირების გარდა ტერიტორიაზე არავის უშვებენ, რის გამოც საულიერო პირების ნაწილი მომლოცველების გარეშე ტაძრებამდე ასვლაზე უარს ამბობს.

"არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით. ასვლა ჩვენთვისაც შესაძლებელია მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე ანუ იმ პერიმეტრზე, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ. მთავარი, ძირითადი ნაწილი რაც არის ის ისევ დაკეტილია. ახლა არის ასული ერთ-ერთი ჩვენი მამაო, მაგრამ ასვლამდე ვიცოდით უკვე, რომ იქ შესვლა შეუძლებელი იქნებოდა. ჩიჩხიტურშიც იგივე სიტუაციაა. სანამ მთლიანად არ გაიხსნება ეს მონასტერი, მანამდე ეს გახსნა არ არის," - აცხადებს მორჩილი, ზაზა ტატუნაშვილი.  

ამავე თემაზე