2019-10-11 13:01:30
არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას - თოდაძის ადვოკატი

არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას - ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა. მისივე თქმით, დაზარალებულმა მხარემ გენერალურ პროკურორს აღნიშნული საქმის კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართა.

„მივუთითეთ იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელიც საქმეში დევს და რომელიც ცხადყოფს, რომ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობასა და მტკიცებულებების განადგურებას. შესაბამისად, არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. რამდენიმე დღეა ამასთან დაკავშირებით გვაქვს მიმართვა პროკურორებთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნისას, მოეთხოვათ პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორმა არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოსაზრება და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება", - განაცხადა ლუკავამ.   

ამავე თემაზე