2019-10-10 19:09:42
ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა თომას ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ კანდიდატს კითხვით მიმართა.

გიორგი მშვენიერაძემ ზაზა თავაძეს პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ციტატა წაუკითხა და დაინტერესდა, თუ არის ცნობილი ზაზა თავაძისთვის, ვინ არის ციტატის ავტორი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაფიქრების შემდეგ განაცხადა: „თომას ჯეფერსონი?“.

გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ციტატის ავტორი თავად ზაზა თავაძეა.

„არა, თქვენ ხართ, ბატონო ზაზა. მომხსენებელი მოსამართლე იყავით ამ საქმეზე“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე