2019-10-10 18:20:41
"თუ რაიმე მექანიზმები არსებობს იმისა, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა ეს უნდა გამოიყენოს"- თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოპონენტების მხრიდან საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამოსვლები მოისმინა.

„საუბარი იყო იმაზეც, რომ აკადემიური დაწესებულება, რომლის დიპლომიც კანდიდატს აქვს, საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ეს უნივერსიტეტი დამთავრებული ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებსაც აქვთ. რაც შეეხება დიპლომის ნამდვილობას, სრულიად მიუღებელია ის ფორმები, რა ფორმითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავდა თავის აზრს, იმის ნაცვლად, რომ კანდიდატის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება დაედგინა, პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა. ამის მიუხედავად, თუ რაიმე მექანიზნები არსებობს, რომ დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს კომპონენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე