2019-10-10 17:20:50
ნიკა მელია თუ არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგი მოყვება- თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფა კანონდარღვევას წარმოადგენს და როგორც ჩანს, მოსამართლემ მელიას მიმართ მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენა.

„რაც შეეხება იმას, დაემორჩილება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. თუ დაემორჩილება, პროცესი გაგრძელდება და სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის აღსრულდება. თუ არ დაემორჩილება, რამდენადაც ვხვდები, პროკურატურასა და სასამართლოს ვალდებულება ექნებათ, გამოიყენონ ის მექანიზმები, რაც მათ ხელთ არსებობს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დღეს სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს, მას გააძევებს. ნიკა მელიამ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება და ის დარბაზიდან გააძევეს. პროცესზე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას კვლავ მოუწევს ელექტრონული სამაჯურის ტარება, მის გარეშე გამოიტანეს. 

ამავე თემაზე