2019-10-09 19:03:55
გულწრფელად ვაღიარებ, რომ ტელევიზორს არ ვუყურებ - თადუმაძემ არ იცის ხაზარაძე-ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენებით TBC-ის მიადგა თუ არა ზიანი

"გულწრფელად ვაღიარებ, რომ ტელევიზორს არ ვუყურებ," - ასე პასუხობს, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას, მამუკა ხაზარაძისთვისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებით "თიბისი ბანკს" მიადგა თუ არა ზიანი.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამავე თემაზე