2019-10-09 18:34:44
არსად გადადგომას არ ვაპირებ. მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი - თადუმაძე

მოქმედი გენერალური პროკურორი და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მის დიპლომთან გაჩენილი კითხვების გამო გადადგომას არ აპირებს. 

"არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს. მათ შორის, მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი... რამდენიმე ან არაკვალიფიციური, ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა და მე აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და პირობები მაქვს გადატანილი, უნდა გადავდო და დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი?! ახლავე გეტყვით, რომ საგამოძიებო კომისია დიპლომის ნამდვილობას დაადასტურებს", - განაცხადა თადუმაძემ.  

ამავე თემაზე