2019-10-09 18:21:08
თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან - ორგანიზაციის განცხადება

ღია საზოგადოების ფონდი მოქმედი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებას ეხმაურება  იმის შესახებ, რომ "საკმაოდ მაღალანაზღაურებადი" იურისტის სტატუსით ჩართული იყო ორგანიზაციის საქმიანობაში. თადუმაძემ ეს განცხადება მისი დიპლომის შესახებ საუბრისას გააკეთა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შალვა თადუმაძეს ორგანიზაციასთან ხელშეკრულება არასდროს ჰქონია გაფორმებული და შესაბამისად, ვერც დიპლომს წარადგენდა.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან. შესაბამისად, მას არასოდეს მოუწევდა დიპლომის წარმოდგენა ფონდში.

საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან, შალვა თადუმაძე შესაძლოა ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ  შემთხვევაში ფონდი არასოდეს  ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.  

ამავე თემაზე