2019-10-09 15:24:59
რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე. რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე - თადუმაძე

რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე. რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე - ამის შესახებ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა და მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.  

,,არსებობს კანონმდემლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი. სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ უნივერსიტეტის გახსნა.  სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი. რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე. რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით"- განაცხადა თადუმაძემ.  

ამავე თემაზე