2019-10-09 14:44:39
ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი - თოდაძე

უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება", - აღნიშნა თოდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და მთავარი მოთხოვნაა, შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა თოდაძემ.  

ამავე თემაზე