2019-10-09 13:55:52
მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს - გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის ჯგუფელებს სახინკლეში ეპატიჟება. 

"მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს"- განაცხადა გოცირიძემ. დეპუტატი გამოხმაურებას ელოდება.

"მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომინტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.  

ამავე თემაზე