2019-10-09 13:50:07
"შალვა თადუმაძე 1978 წლის 22 იანვარს კი დაიბადა, მაგრამ სამშობიარო 1979 წელს გაიხსნა"

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ გენპროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხს, თადუმაძის თქმით, მან უნივერსტეტი ექსტერნად დაამთავრა. მის დიპლომში კი უნივერსტეტში სწავლის დრო 1993-98 წელია, რეალურად კი უნივერსტეტი 1994 წელს გაიხსნა.

შალვა თადუმაძე ექსტერნად დაიბადა -  სახალისო პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგი ხოჭოლავა წერს.

"შალვა თადუმაძე 1978 წლის 22 იანვარს კი დაიბადა, მაგრამ სამშობიარო 1979 წელს გაიხსნა. პ.ს ექსტერნად დაიბადა" - წერს ხოჭოლავა.

 

 

 

ამავე თემაზე