2019-10-09 13:37:44
თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი - სამადაშვილი თადუმაძეს

თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი"- ასე მიმართა ,,ნაციონალური მოძრაბის" წევრმა სალომე სამადაშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს და დიპლომის გაყალბებაში დადანაშაულა. 

დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ " სალომე სამადაშვილმა დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომ ეს ფრაზები ხშირად გამოეყენებინა". 

„მამუკა, შენ რომ ბიძინა ივანიშვილი გავალებს, იმიტომ გგონია, რომ ყველა თქვენ გგავთ და საკუთარი აზრი არ გვაქვს, ჩვენ შორის დიდი სხვაობაა", - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მდინარაძეს.

კამათის ბოლოს კი სალომე სამადაშვილმა დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ,,თაღლითები არ არიან და განათლება ნამდვილად მიღებული აქვთ".  

ამავე თემაზე