2019-10-09 12:09:12
უკვე ნახევრ საათზე მეტია არ მიშვებენ პარლამენტის შენობაში - მშვენიერაძე

უკვე ნახევრ საათზე მეტია არ მიშვებენ პარლამენტის შენობაში - წერს სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, მას არ უშვებენ პარლამენტის შენობაში, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ყოფილ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. 

"უკვე ნახევრ საათზე მეტია არ მიშვებენ პარლამენტის შენობაში, სადაც კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარმოვადგენ და სისტემატურად ვესწრებით იურიდიული კომიტეტის სხდომებს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიდის,"- წერს მშვენიერაძე. 

ამავე თემაზე