2019-10-09 10:53:53
ალბათ ეს არის პირველი შემთხვევა, საქართველოს ისტორიაში, როდესაც სპიკერის სკამი გამოცხადდა საკრალურ ნივთად - კობახიძე

ალბათ ეს არის პირველი შემთხვევა, საქართველოს ისტორიაში, როდესაც სპიკერის სკამი გამოცხადდა საკრალურ ნივთად - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო აქციას, როდესაც მის სკამში რუსი კომუნისტი დეპუტატის დაჯდომა გააპროტესტეს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში გადაცემა Swoot ანალიზში ისაუბრა. 

"ალბათ, ეს არის პირველი და ბოლო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც, როდესაც პარლამენტის სპიკერის სკამი გამოცხადდა ერთგვარ საკრალურ ნივთად." - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე