2019-10-08 19:40:32
მაქვს ინფორმაცია, რომ ბესელია ივანიშვილისგან ითხოვს, პარლამენტი დატოვონ მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემ - კილაძე 

მაქვს ინფორმაცია,ბესელია ივანიშვილისგან ითხოვს, პარლამენტი დატოვონ მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემ - ამის შესახებ განცხადება, "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვს, პარლამენტი დატოვონ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

“ეკა ბესელიამ ძალიან მარტივად დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილი. პირველი, ვინც პარლამენტიდან წავიდა, იყო ვანო ზარდიაშვილი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბესელია ითხოვს მამუკა მდინარაძისა და სოფიო კილაძის წასვლას პარლამენტიდან” - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე