2019-10-08 19:24:24
ამ ქვეყანაში თუ ხარ ივანიშვილის ახლობელი და თუ ხარ მონა და ჩმორი, შეიძლება პინგვინიც, ზებრაც, ცხენიც გახდეს დეპუტატი - უგულავა 

ამ ქვეყანაში თუ ხარ ივანიშვილის ახლობელი და თუ ხარ მონა და ჩმორი, შეიძლება პინგვინიც, ზებრაც, ცხენიც გახდეს დეპუტატი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას გააკეთა. 

“დიპლომის პრობლემა ჰქონდა ფარცხალაძეს, რომელიც ასევე პროკურორი იყო, გვახსოვს დიპლომის პრობლემა კალაძის ცოლის ძმაზე, რომელიც მერიის მაღალჩინოსანი გახდა და ნაყიდი ჰქონდა დიპლომი. გვახსოვს ანალოგიური პრობლემა ქალბატონ თეა წულუკიანზე და ახლა ბოლოს, სიმბოლოდ იქცევა ეს ყველაფერი, ჩვენ მივიღებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც აქვს გაყალბებული იურისტის დიპლომი. ამ ქვეყანაში თუ ხარ ბიძინა ივანიშვილის ახლობელი და თუ ხარ მონა და ჩმორი, შეიძლება პინგვინიც, ზებრაც, ცხენიც გახდეს დეპუტატი.” - განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე