2019-10-08 18:46:22
სასამართლომ გიორგი გახარიას გინებით გამოწვეული ხმაურის გამო გურამ ჩალაგაშვილი 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 700 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებად პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ჩანს, თუ როგორ იგინება ბრალდებული.

„30 პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ, ხაზარაძეს მოსთხოვეს და დაუტოვეს 700 000. ჩემთან იყო 1 000 ლარო და დამიკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. სამართალი არ არსებობს, ორი აზრი არ არის. დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს. როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო უყვართ. შეუძლებელია, დღეს რომელიმე გადაწყვეტილებას დაეთანხმოს უბრალოდ მოაზროვნე ადამიანი“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ამავე თემაზე