2019-10-08 18:25:23
რომ იცოდეთ, ბატონი შალვა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სტუდენტი 15 წლის ასაკში გამხდარა - მშვენიერაძე

რომ იცოდეთ, ბატონი შალვა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სტუდენტი 15 წლის ასაკში გამხდარა - წერს „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ,,ფეისბუკის" გვერდზე გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. 

,,ხვალ, საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მოუსმენს.

რომ იცოდეთ, ბატონი შალვა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სტუდენტი 15 წლის ასაკში გამხდარა. კერძდ 1993 წელს ჩააბარა "შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს" იმ ფაკულტეტზე, რომელიც 1 წლის მერე, 1994 წელს შეიქმნა.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მან 1998 წელს აიღო დიპლომი, რომელშიც უნივერსიტეტს ის სახელი ქვია, რომელიც მას 2003 წელს დაერქვა. კერძოდ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, ხოლო თადუმაძის 1998 წელს გაცემულ დიპლომში უნივერსიტეტისთვის სწორედ 2003 წელს მინიჭებული სახელი - ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი - წერია.

დიახ, მსგავს სასწაულებრივი შესაძებლობების მქონე ადამიანებზე უნდა იდგეს ქართულ მართლმსაჯულება!"- წერს მშვენიერაძე. 


 

ამავე თემაზე