2019-10-07 19:24:54
ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს სტუმრობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მინსკში ქვეყნის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებმა ქართულ-ბელარუსული ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ლუკაშენკომ ორი ქვეყნის ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა და ქართველი ხალხის მიმართ სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თავის მხრივ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერს მინსკში თბილისობის ზეიმის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასაც.

„ომის ნაცვლად აუცილებელია იმის აღიარება, რომ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო საკუთარი ინტერესებით. ამით არა მხოლოდ ქართველები, უკრაინელები, მოლდოველები და ბელარუსები არიან დაინტერესებული. ეს არის ევროპის სტაბილურობის საკითხი. მინსკი ქმნის ატმოსფეროს, სადაც საკითხების მოგვარება შესაძლებელია არა იარაღის ჟღარუნით, არამედ რაციონალურ გადაწყვეტილებებზე საუბრით. ალექსანდრ ლუკაშენკო ყოველთვის ამ პოზიციას უჭერდა მხარს. მოდით ვისაუბროთ და ჩატეხილი ხიდები აღვადგინოთ ისე, რომ ერთმანეთის ინტერესები ვაღიაროთ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე