2019-10-04 19:28:04
ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ ბათუმი დატოვა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააცილეს.

დავით ზალკალიანმა ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს რიგით მეხუთე ვიზიტი ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.

„ორი დღის განმავლობაში ვისმენდით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებებს იმ კურსთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გააჩნია ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანამ განახორციელა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი მდგრადობის გაძლიერების კუთხით, პოლიტიკური რეფორმების გამყარების თვალსაზრისით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საუბრები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაშიც საქართველოს ხელისუფლება არის თანმიმდევრული. ვაგრძელებთ შემდგომ საქმიანობას ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, -განაცხადა დავით ზალკანიანმა ვიზიტის შეჯამებისას

ამავე თემაზე