2019-10-04 17:00:01
ტრამპი ყველგან ამბობდა, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. ყველას უნდა წარმატებასთან ასოცირება - სააკაშვილი

ტრამპი ყველგან ამბობდა, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. ყველას უნდა წარმატებასთან ასოცირება - ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესაში, მარკეტოლოგების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ არქიტექტორულ პროექტებზე ისაუბრა. სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ ტრამპის “წარმატებასთან ასოცირება” მოსწონდა.

“ტრამპს 1994 წლიდან ვიცნობ. ის ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალაქი 5 წელიწადში. მან ეს მე კი არ მითხრა, ამერიკულ ტელეარხებზე თქვა. აი, თქვენ რეკლამა! რატომ ჩამოვიდა, საერთოდ, რატომ გვაქებდა, მპატიჟებდა მასთან სახლში, ნიუ იორკის ქუჩებში, თეატრებსა და რესტორნებში დადიოდა ჩემთან ერთად? – იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი მორიგ ჯერზე, წარმატებასთან უნდოდა ასოცირება. ის ყველგან ამბობდა: მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია, მე ჩამოვედი ბათუმიდან, ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში…საუკეთესო განათლების სიტემა აქვთ, საუკეთესო საბაჟო მომსახურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე