2019-10-04 16:18:22
მოუხსნან ჩუგოშვილსაც იმუნიტეტი და დაიწყოს გამოძიება - ჭიჭინაძე 

მოუხსნან ჩუგოშვილსაც იმუნიტეტი და დაიწყოს გამოძიება - ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

"ქვეყანა კინაღამ ააფეთქდა, ამდენი ადამიანი დასახიჩრდა, ახალგაზრდები, ჟურნალისტები... ახლანდელმა პრემიერმა გახარიამ კი, იმიტომ რომ სხვებს ხელი გადააფარა, თავად „შეიტენა“ მთელი პასუხისმგებლობა, რითაც უკვე მიადგა უდიდესი ზიანი. არ ვურჩევდი გახარიას ამ პასუხისმგებლობით სიარულს და იქნებ ახლა მაინც დაავალოს და ჩატარდეს რეალური გამოძიება. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ გასჭირვებიათ. ჩუგოშვილსაც მოუხსნან იმუნიტეტი და მისცენ პროკუატურას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება. პირველივე დღიდან ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ის ყველაფერი რაც 20-21 ივნისს მოხდა, სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული ძალების პროვოცირებულია, რა თქმა უნდა გარეშე ძალებთან ერთად.

ანუ, თუ ვინმეს გადატრიალებაში  და ამბოხში ადანაშაულებენ, თუ ვინმე დასაკითხია, „ოცნებამ“ თავისი რიგებიდან და პირველ რიგში ჩუგოშვილით უნდა დაიწყონ. იმიტომ რომ, სწორედ  მისი  ე.წ. საპროტესტო მოწოდება იყო პირველი, რის შემდეგაც მან  ქვეყანა დატოვა,   აქ კი არეულობა დაიწყო.   არადა, გავრილოვის ვიზიტის ყველა დეტალის შესახებ ჩუგოშვილმა დიდი ხნით ადრე იცოდა და ამას დღეს „ოცნების“ ყოფილი წევრიც ადასტურებს. ისე, სულ ტყუილა ჰგონია „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ჩუგოშვილის გარშე ამერიკელებთან ურთიერთობა არ დაულაგდებათ, რადგან ჩუგოშვილი იმ ამერიკელებთან „ალაგებს“,  ვინც პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ებრძვის, რითაც მხოლოდ რუსებს ეხსნებათ ხელ-ფეხი და იმიტომაცაა ჩვენი მდგომარეობა ასეთი სავალალო. ისე, ქუცნაშვილიც თავად არის ანომალური მოვლენა და ელოდოს ახლა „ქართული ოცნება“ კიდევ რამდენ სიურპრიზს მოუმზადებს. მთლიანობაში კი, ერთი რამ ფაქტია. „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ბოლო წლებია თითქოს მუტაცია მოხდა. თავის დროზე „ნაცებმა“ გამოიყვანეს „ახალი ქართველი“ და ახლა „ოცნება „ დაადგა იგივე გზას."- განცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

ამავე თემაზე