2019-10-04 14:32:47
ინაშვილის ყოფნა ნატოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ლაივში ენახათ, რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს - ბოკერია   

ინაშვილის ყოფნა ნატოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ლაივში ენახათ, რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს წევრმა" გიგა ბოკერიამ გააკეთა.

„ჩვენი გზავნილი არის ორი. პირველი, არის ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის - ეს არის რუსეთი. პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროება, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში. მეორეა ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ და ამ ორ საკითხზე იყო დისკუსია“, - გიგა ბოკერიას თქმით, მოკავშირეების შესაბამისი გზავნილი იყო ის, რომ დემოკრატია ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას გულისხმობს.

 ბოკერიას შეფასებით, ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარკვეულწილად სასარგებლო იყო „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის ყოფნაც.

„ირმა ინაშვილის ყოფნა შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ლაივში ენახათ, რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს. რაც მან ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა ... ნეიტრალიტეტი ხომ იგივეს ნიშნავს, რაც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას, ეს ხომ ყველას გვესმის. ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ, პარადოქსია, მაგრამ მაგრამ მისი აქ ყოფნა სასარგებლო იყო, რომ ენახათ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, პარტნიორებისთვის ირმა ინაშვილის მოსმენა საგულისხმო იყო იმითაც, რომ მათმა უმრავლესობამ იცის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების პარტნიორია“.

ჩვენი პარტნიორების უმრავლესობამ, ვინც მიჰყვება ამბებს, იცის, რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი მარგინალური პარტია კი არ არის, ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა. ანუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფია. ამიტომ როცა სხვებს აქვთ უფრო დავარცხნილი გზავნილი, ეს გულწრფელი გზავნილი არის სასარგებლო, რომ ყველამ ეს დაინახოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ 

ამავე თემაზე