2019-10-03 11:37:31
ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდა 700 მილიონი სავალუტო რესურსი რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენ ეკონომიკას - გახარია 

ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდა 700 მილიონი სავალუტო რესურსი რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენ ეკონომიკას - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

“ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტური.

მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილები როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად არის მხარდამჭერი საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ როგორც კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა ამ ზომების შედეგად.

ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდა დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენ ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან რათა ის შემაფერხებელი ფაქტორი რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი ესაა ჩვენი საერთო დავალება უახლოეს პერიოდში და ყველამ ერთად ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე