2019-09-27 10:45:49
28 სექტემბერს მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალს უმასპინძლებს

28 სექტემბერსმთაწმინდის პარკში, უკვე მეორედთბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათმონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

ესტივალის აქტივობები განაწილებული იქნება შემდეგ ზონებში:


• სპორტის ზონა - სპორტული აკადემიებისპორტსკოლებისპორტული წრეები;
• განათლების ზონა - კერძო სკოლებიაკადემიებისახელოვნებო წრეები;
• ჯანმრთელობის ზონა - ბავშვთა კვების მწარმოებლებიბავშვთა კლინიკებიფსიქოლოგები
• გართობის ზონა - გასართობი ცენტრებიტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები
• საბავშვო სტარტაპების ზონა - საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები

ფესტივალის სტუმარ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარი ზონით დახვდება თიბისიც. მშობლებს შვილებისთვის მოსწავლის #1 ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ.  ბარათს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილებში. #1 ბარათის მისაღებად მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო. პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაშესაბამისადსტუმრებს საბავშვო წიგნების შეძენის ექნებათ.

მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან გელით საჩუქარი - ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით სარგებლობა 17 ლარად.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, წარმდგენი კი თიბისი.
 

 

ამავე თემაზე