2019-09-25 17:31:58
ლარი გაუფასურდა - ახალი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9737 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9737 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9694 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2684 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2634 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 26 სექტემბრიდან შევა ძალაში.

ამავე თემაზე