2019-09-25 11:54:27
შიდა ვალი 500 მილიონი ლარით იზრდება

მიმდინარე წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზებას საქართველოს მთავრობა ფასიანი ქაღლდების გამოშვებით გეგმავს. 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, ჯამურად მოხდება 900 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400 მილიონი ლარისა. ეს კი მთავრობის საშინაო ვალის 500 მილიონი ლარით გაზრდას ნიშნავს.

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, ამ გზით 400 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმებოდა, თუმცა ცვლილების შედეგად ეს მაჩვენებელი 900 მილიონამ ლარამდე იზრდება. აქამდე საქართველოს შიდა ვალი ესეთ მაღალ ნიშნულზე არ ასულა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი,ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა დაკავშირებულია, ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან. ასევე, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება, ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის საჭიროა რესურსების მობილიზება. 

ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ, 23 სექტმებერს დარეგისტრირდა. ცვლილებით 223 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი და 13,3 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე