2019-09-23 15:45:55
საქართველოს მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც არ დაამტკიცა ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურა საქართველოში ამერიკის ელჩად - თომას მელია

საქართველოს მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც არ დაამტკიცა ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურა საქართველოში ამერიკის ელჩად - ამის შესახებ განცხადება, USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში თომას მელია გააკეთა.

"საქართველოს მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც არ დაამტკიცა ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურა საქართველოში ამერიკის ელჩად. ის იქნებოდა საუკეთესო წარმომადგენელი, რადგან კარგად იცნობს ქვეყანას. ასევე ის იქნებოდა საქართველოს კარგი ადვოკატი შეერთებულ შტატებში და ამერიკის ინტერესებისთვისაც საუკეთესო ადვოკატი საქართველოში"- განაცხადა მელიამ.

ამავე თემაზე