2019-09-20 14:18:22
პროკურატურამ ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი, ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობდა. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში.

ამავე თემაზე