2019-09-20 13:52:53
მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ - გახარია

მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ,– ამის შესახებ ჟურნალსიტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათი დამზიანებლები არიან დაკავებული. გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული. ეს გამოძიების ნაწილია. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას დამიზნებით სროლის შესახებ, გახარიამ აღნიშნა: „დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ“.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

ამავე თემაზე