2019-09-20 10:30:17
"ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად" - ხოშტარია ახიადოვზე

ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად – ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა.

“ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად. თან პროცესზე პოზიცია ჰქონდათ, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ახლა ამბობენ, გარანტია მოგვცა რუსეთის პროკურატურამო. რუსეთის პროკურატურამ! სტრასბურგმა რომ დაადგინა, არ შეიძლება ასეთ ქეისებში გადაცემა, ეგ არ აინტერესებთ და რუსეთის პროკურატურა ავტორიტეტია ამათთვის! გაწირეს ადამიანი”, – წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკზე.

ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქის, რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება 19 სექტემბერს დილით განხორციელდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა,

ამავე თემაზე