2019-09-20 10:03:46
სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

„სასამართლოში განიხილებოდა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულებს შეეფარდათ პატიმრობა. შემდეგი პროცესი 21 ოქტომბერს გაიმართება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 20 სექტემბერს, 12:00 საათზე იმსჯელებს.

ამავე თემაზე