2019-09-19 19:37:26
ქრისტეს გზას მიგვასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ არიან აცდენილები - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პარლამენტთან კარავს შლის

ქრისტეს გზას მიგვასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ არიან აცდენილები​ - ციანიდის საქმეზე გასამართლებული, დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარავს შლის. მისი თქმით, პატრიარქის თანამოსაყდრე დაჰპირდა, რომ თუ საპატრიარქოსთან პროტესტს შეწყვეტდა, გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებდნენ. მეუფე შიოსა და თორნიკე მამალაძეს შორის შუამავალი მამა ანდრია ჯაღმაიძე იყო.

"მოტყუებული დავრჩი ეკლესიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც გამოდიან ამბიონზე და ქრისტეს გზას მიგვასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ არიან აცდენილები... ამ აქტით, პირველ რიგში, ვაპროტესტებ ჩემი ძმის, უდანაშაულო ადამიანის საპყრობილეში გამოკეტვას. მინდა აქვე დავამატო, რომ მხარდაჭერას ვუცხადებ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომელიც 20 ივნისს დაიჭირეს და დღემდე უკანონოდ იხდიან სასჯელს", - თქვა მთავარ არხთან საუბრისას თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის თქმით, პრეზიდენტი მკვლელებს იწყალებს, მაშინ, როცა მისი უდანაშაულო ძმა საპყრობილეშია. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თებერვლიდან დღემდე პარალიზებულა და ციხის საავადმყოფოში წევს.

ამავე თემაზე