2019-09-19 17:45:21
ნინო ლომჯარია 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაში ინტერესთა კონფლიქტს ხედავს

რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურ შეფასებებში ვერ შევალ, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს სწავლობს პროკურატურა, პრემიერ-მინისტრია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, მას ინტერესთა კონფლიქტის განცდას ამ გარემოების გარდა ის ფაქტორიც უჩენს, რომ გენერალური პროკურორი მონაწილეობას ღებულობდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში და ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა 20 კაციან სიაშია.

„რა თქმა უნდა, ალბათ მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძიების დროს. თუმცა ნამდვილად ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით გამოძიებას 20 ივნისს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ ფრაზა. მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებს ხელი მიუწვდებათ ბევრ მნიშვნელოვან, მათ შორის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ძალიან მალე შესაძლოა გარკვეული პირების პასუხისგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივცეთ პროკურატურას გარკვეული რეკომენდაციები და ამ მიმართულებით მე მზად ვარ, რომ სხვა ფორმატში შეგხვდეთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს და განსხვავებულ ფორმატში უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე